საფრანგეთში რელიგიური ცერემონიები განახლდა
საფრანგეთში რელიგიური ცერემონიები განახლდა

საფრანგეთში რელიგიური ცერემონიები და შეკრებები განახლდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამინისტრო, სასულიერო პირები და მათი წარმომადგენლები ერთად მუშაობდნენ, რათა რელიგიური ცერემონიები ჯანდაცვის ყველა წესის დაცვით, რაც შეიძლება მალე განახლებულიყო. საფრანგეთში რელიგიური დაწესებულებები დაკეტილი არ ყოფილა, თუმცა რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნაზე შეზღუდვები მოქმედებდა.

მიღებული გადაწყვეტილების ფონზე, რელიგიურ ცერემონიაზე დასწრებისას პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა, ხოლო სალოცავების შესასვლელებში სადეზინფექციო ხსნარები დაამონტაჟეს.

დატოვე კომენტარი