საფრანგეთში, ქუჩაში ქალის სექსუალური შევიწროებისთვის მამაკაცს პირველად მიუსაჯეს პატიმრობა
საფრანგეთში, სასამართლომ განიხილა პარიზში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც 30 წლის ნასვამმა მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში 21 წლის ქალს უკანალზე დაარტყა და მისი მკერდის შესახებ შეურაცხმყოფელი კომენატარი გააკეთა.
ახალგაზრდა ქალს ავტობუსის მძღოლი გამოესარჩლა და პოლიცია გამოიძახა. სასამართლომ აღნიშნული ქმედება სექსუალურ ძალადობად შეაფასა და მამაკაცს 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. კანონდამრღვევს დამატებით 300 ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევს.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლომ ცოტა ხნის წინ ამოქმედებული კანონი გამოიყენა, რომელიც ქალების მიმართ ძალადობისა და სექსუალური შევიწროების აღკვეთას ისახავს მიზნად.
გაერო-ს მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი სექსუალური ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლია. საფრანგეთში ქალების 53% სექსუალური ძალდობის მსხვერპლია.