საფრანგეთში ქართველების დაპირისპირება ფრედ დასრულდა #1TVSPORT

00:30, 20.09.2026

საფრანგეთის ლიგა 2-ში გიგი აბუაშვილის „მეცის“ და ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენის“ დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და 2:2 დასრულდა.

აბუაშვილი „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ზურიკო დავითაშვილი კი მოედანზე 58-ე წუთზე შევიდა. „სენტ-ეტიენმა“ გოლები ამის შემდეგ გაიტანა. 67-ე წუთზე ანგარიში პედრომ გახსნა, ოთხ წუთში კი თავი ბოაკიემ გამოიჩინა.

0:2 ჩამორჩენა „მეცმა“ მაინც აღმოფხვრა: 79-ე წუთზე სხვაობა მბოჯიმ შეამცირა, ხოლო 89-ე წუთზე დომინგემ წონასწორობა აღადგინა და გუნდს ქულა მოუტანა.

7 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენმა“ 16 ქულით პირველი ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „მეცი“ (10 ქულა) ხუთეულში შევიდა.

მსგავსი