საფრანგეთში, ქალაქ დიუნკერთან მდებარე მიგრანტთა ბანაკში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთში, ქალაქ დიუნკერთან მდებარე მიგრანტთა ბანაკში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთში, ქალაქ დიუნკერთან მდებარე ლუნ პლაჟის მიგრანტთა ბანაკში სროლის შედეგად უსაფრთხოების ორი აგენტი და ორი მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

22 წლის თავდამსხმელი მამაკაცი პოლიციას ჩაბარდა და დანაშაული აღიარა. მისი თქმით, მან იმავე დღეს სხვა პიროვნებაც მოკლა შემთხვევის ადგილის მახლობლად.

ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა თავდამსხმელის მანქანაში სამი ცალი ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს.

მედია თავდასხმის მოტივების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.