საფრანგეთში პირბადის ტარების წესების დარღვევა 135 ევროთი დაჯარიმდება
საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალი კვირიდან დახურულ სივრცეებში პირბადის გარეშე შესვლა 135 ევროთი დაჯარიმდება. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
როგორც ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა აღნიშნა, პირბადეების ტარება სავალდებულო ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გახდა.
„გარდიანი“ წერს, რომ პირბადეების ტარება საფრანგეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში უკვე აუცილებელია, თუმცა ახალი რეგულაციებით, წესები ყველა დახურულ დაწესებულებაზე გავრცელდება.