საფრანგეთში ოთხ პირს ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს
საფრანგეთში ოთხ პირს ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას ტელეკომპანია France 24 ავრცელებს.
ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული ოთხი ადამიანი, ტერორისტული ქმედების მიზნით, არასანქცირებული იარაღის ფლობაში წაუყენეს ბრალი.
ორ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. ფრანგული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები 6 ნოემბერს დააკავეს.