საფრანგეთში ნიკოლა სარკოზის დაკითხვა განახლდა
საფრანგეთში ნიკოლა სარკოზის დაკითხვა განახლდა

საფრანგეთში ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზის დაკითხვა განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გასული ღამე ნიკოლა სარკოზიმს პარიზში მდებარე საკუთარ სახლში გაატარა, ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე კი ნანტერში გაემგზავრა, სადაც კორუფციის, ფინანსური და საგადასახადო სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური სამმართველო მდებარეობს.

საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად, სარკოზის წინასწარი დაკავების ვადა 48 საათს გაგრძელდება, რის შემდეგაც მას გაათავისუფლებენ ან ბრალს წაუყენებენ.

ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პოლიციამ დასაკითხად სამშაბათს, 20 მარტს დააკავა. ნიკოლა სარკოზისთან ერთად დაიკითხა მისი უახლოესი თანაშემწე ბრის ორტეფო, რომელიც სარკოზის პრეზიდენტობის დროს რამდენიმე უწყებას ხელმძღვანელობდა.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმის ფარგლებში მიმდინარეობს. გამოძიების მიხედვით, სარკოზიმ ამ პერიოდში ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფისგან სოლიდური თანხა უკანონოდ მიიღო. გამოძიება აღნიშნულ საქმეზე 2013 წელს დაიწყო.