საფრანგეთში მოსწავლეების აქციების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მთავრობის რეაგირება არასაკმარისია და დემონსტრანტებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდეს

20:56, 08.10.2026

საფრანგეთში მოსწავლეების საპროტესტო აქციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მთავრობის რეაგირება არასაკმარისია და დემონსტრანტებს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდეს.

როგორც „როიტერი“ წერს, ასევე ვრცელდება მოწოდებები 17 ოქტომბერს საპროტესტო აქციების დანიშვნის შესახებ.

„ჩვენი მოთხოვნები უნდა მოისმინონ. გუშინ ბატონმა ლეკორნუმ ცარიელი სიტყვები გვითხრა. მობილიზაცია გაგრძელდება, ჩვენ არაფერზე უკან არ ვიხევთ“, – განაცხადა სტუდენტური კავშირის ერთ-ერთი ლიდერმა, რიად რანიმ.

ცნობისთვის, საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები გრძელდება. უფლებადამცველები, პროფკავშირები, მოსწავლეები და ოპოზიციის ნაწილი პოლიციას დემონსტრაციების დასაშლელად არაპროპორციული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ. ქვეყნის მასშტაბით აქციების ფონზე 500-ზე მეტი სკოლა დაიხურა.

მსგავსი