საფრანგეთში მომავალი კვირიდან პირბადის ტარება ყველა დახურულ სივრცეში სავალდებულო იქნება
საფრანგეთში მომავალი კვირიდან პირბადის ტარება ყველა დახურულ სივრცეში სავალდებულო იქნება

საფრანგეთში მომავალი კვირიდან პირბადის ტარება ყველა დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო იქნება.

ამის შესახებ ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

„ჩვენ ამ ზომების პირველი აგვისტოდან ამოქმედებას ვაპირებდით. მე მესმის, რომ გაჩნდა კითხვები ვადის თაობაზე, რადგან ბევრისთვის ეს ზედმეტად დიდი დროა. ამიტომ ეს რეგულაციები ძალაში უკვე შემდეგი კვირიდან შევა“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.

საფრანგეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით 30 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.