საფრანგეთში უფროსკლასელთა მასობრივი გამოსვლების პარალელურად, საპროტესტო აქციები ბელგიაშიც დაიწყო

19:12, 01.10.2026

საფრანგეთში მიმდინარე უფროსკლასელების მასობრივი გამოსვლების პარალელურად, საპროტესტო აქციები ბელგიაშიც დაიწყო. როგორც ბელგიური მედია წერს, მოსწავლეთა საპროტესტო გამოსვლები ლიეჟის ხუთ სასწავლებელში ერთდროულად დაიწყო. ახალგაზრდები ნაგვის ურნებს ცეცხლს უკიდებდნენ, დაზიანდა რამდენიმე შენობის ფასადი.

მოსწავლეები ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს ფეიერვერკებსა და კვერცხებს ესროდნენ, თუმცა პოლიციას მათ წინააღმდეგ საპასუხო ზომები არ მიუღია. სასწავლო დაწესებულებებთან არეულობა მთელი  დღის განმავლობაში გაგრძელდა და შუადღის შემდეგ თანდათან შეწყდა, რის შემდეგაც მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს.

ამავდროულად, ლიეჟსა და ბელგიის სამხრეთის კიდევ ერთ დიდ ქალაქ ნამიურში მოსწავლეები მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მართავდნენ და საკუთარ სასწავლო დაწესებულებებთან საპროტესტო პიკეტებს აწყობდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში მშვიდობიან აქციებს მასწავლებლებიც შეუერთდნენ.

როგორც ბელგიელი მოსწავლეები აცხადებენ, ისინი უკმაყოფილო არიან განათლების რეფორმის, რომელიც ბელგიის ფრანგულენოვანი თემის მთავრობის განათლების მინისტრმა, ვალერი გლატინიმ შეიმუშავა.

მის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმა მასწავლებლების დატვირთვის გაზრდას ითვალისწინებს და მოსწავლეების უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ართულებს. ამას უკმაყოფილება მოჰყვა როგორც უფროსკლასელებში, ისე პედაგოგებში.

მსგავსი