საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 40 ადამიანი დააკავეს, მარსელსა და ლიონში პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

14:01, 17.10.2026

პარიზის პოლიციამ ადგილობრივი დროით დილის 09:30 საათისთვის 40 ადამიანი დააკავა. ქალაქის პოლიციის პრეფექტურის განცხადებით, დაკავებები დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ჩატარებული შემოწმებების შედეგად განხორციელდა.

პრეფექტურის ინფორმაციით, დაკავებულთა უმეტესობას თან ჰქონდა თავდაცვის აკრძალული საშუალებები ან იარაღი. უწყების ცნობით, ამოღებულ ნივთებს შორის იყო პოლიციის ყალბი სამკლავური და დანა.

საპროტესტო აქციების გამო პარიზში მეტროს რამდენიმე ხაზი დაიხურა.

მარსელში აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნებითა და სკუტერებით გზატკეცილი გადაკეტეს, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ამასთან, აქცია მიმდინარეობს ლიონშიც. დემონსტრანტებმა გზის გადაკეტვა სცადეს, პოლიციამ კი მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

მსგავსი