საფრანგეთში მცირე ზომის თვითმფრინავის კატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა
საფრანგეთში მცირე ზომის თვითმფრინავის კატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთის ქალაქ სენ-შამონის სიახლოვეს, მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ბორტზე მყოფი ორივე პირი.

თვითმხილველთა განცხადებით, მფრინავი თვითმფრინავის ავტომაგისტრალზე დასმას ცდილობდა, თუმცა მან სავარაუდოდ მართვა დაკარგა.

რა გახდა ავარიული დაშვების მიზეზი უცნობია.