საფრანგეთში, მარსელის სადგურიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
საფრანგეთში, მარსელის სადგურიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

საფრანგეთის ქალაქ მარსელის სადგურიდან, საეჭვო მამაკაცის გამო, დროებით ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება წერს, რამდენიმე მგზავრმა პოლიციას შეატყობინა, რომ სადგურში უცნობი მამაკაცი საეჭვოდ იქცეოდა.

სამართალდამცველებმა ის დააკავეს, ხოლო მისი ჩანთის შესამოწმებლად ადგილზე გამნაღმველები გამოიძახეს.

დაკავებულის ჩანთაში აკუმულატორი და სადენები აღმოაჩინეს.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ინციდენტის გამო, დროებით შეჩერდა მატარებლების მიმოსვლა.

საფრანგეთში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მოქმედებს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, ტერორისტულ თავდასხმებს ქვეყანაში 240-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.