საფრანგეთში მაღალი სიცხის ფონზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა
საფრანგეთში მაღალი სიცხის ფონზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა.
საფრანგეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის პერიოდში მოსალოდნელზე დაახლოებით 1000-ით მეტი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.
სიკვდილიანობის ზრდა შეინიშნება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა ყველაზე მეტი, რეგისტრირებული შემთხვევების 85% 65 წელს გადაცილებულ ადამიანებშია.
საფრანგეთის ჯანდაცვის უწყების თქმით, განსაკუთრებით დაზარალდნენ ძლიერი სიცხის გამო საფრთხის „წითელი“ დონის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები.
ცნობისთვის, ევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება. გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში მაღალი ტემპერატურის რეკორდები დაფიქსირდა. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სიცხის ტალღას შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს ადამიანების ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე.