საფრანგეთში მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩასულ მგზავრებს კორონავირუსზე ტესტირება აეროპორტებში ჩაუტარდება
საფრანგეთში მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩასულ მგზავრებს კორონავირუსზე ტესტირება აეროპორტებში ჩაუტარდება

საფრანგეთში მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩასულ მგზავრებს „კოვიდ-19“-ზე ტესტირება აეროპორტებში ჩაუტარდებათ.

როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, ტესტირებას გაივლიან ამ ქვეყნებში მცხოვრები საფრანგეთის მოქალაქეები ან აღნიშნული ქვეყნებიდან მომავალი პირები, რომლებსაც საფრანგეთში ცხოვრების ოფიციალური უფლება აქვთ. მაღალი რისკის ქვეყნების სიაში მოხვდნენ აშშ, ბრაზილია, ალჟირი, ბაჰრეინი, ისრაელი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა, ქუვეითი, ყატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, პანამა, პერუ, სერბეთი, თურქეთი და მადაგასკარი.

„ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ინფიცირების ახალი შემთხვევების მატების ფონზე მიიღეს.

საფრანგეთს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში ყოველდღიურად „კოვიდ-19“-ის 1000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.