საფრანგეთში ლიგის თასი გააუქმეს
საფრანგეთში ლიგის თასი გააუქმეს

2020-21 წლების სეზონიდან საფრანგეთში აღარ გაიმართება ფეხბურთში ქვეყნის ლიგის თასის გათამაშება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ტურნირის ორგანიზატორმა, საფრანგეთის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო მოლაპარაკება მატჩების ტელეტრანსლაციებზე.

შეჯიბრი თამაშდებოდა 1994 წლიდან მხოლოდ პროფესიულ კლუბებს შორის. ლიგის თასის მფლობელი ევროპის ლიგის საგზურს იღებდა. ტურნირი ყველაზე მეტჯერ (8) „პარი სენ-ჟერმენს“ აქვს მოგებული. თასის მოქმედი გამარჯვებულია „სტრასბური“.

ასე რომ, ევროპის ტოპ-ჩემპიონატებს შორის, ახლა მხოლოდ ინგლისს ექნება ორი სათასო ტურნირი.