საფრანგეთში, ლევილის მამულში ლევილის ქართული აკადემია დაფუძნდება
საფრანგეთში, ლევილის მამულში ლევილის ქართული აკადემია დაფუძნდება

საფრანგეთში, ლევილის მამულის ბაზაზე ლევილის ქართული აკადემია დაფუძნდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრისას განაცხადა.

„საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი ღონისძიებების ნუსხაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ლევილის ქართულ მამულს, სადაც ივნისში, გაიმართება დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება და სიმბოლურად ჩაეყრება საფუძველი სამეცნიერო კულტურულ ცენტრის საძირკველს.

ლევილის მამულის ბაზაზე მოეწყობა პირველი რესპუბლიკის ისტორიული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი, ლევილის ქართული აკადემია“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.