საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ზრდის გამო 81 სკოლა დაიხურა
საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ზრდის გამო 81 სკოლა დაიხურა

საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ზრდის გამო 81 სკოლა დაიხურა.

ქვეყნის განათლების მინიტრ ჟან-მიშელ ბლანკეს განცხადებით, გასულ კვირას საფრანგეთის მასშტაბით სკოლებში კორონავირუსის 1 200-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ბლანკემ ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი სკოლა, სადაც „კოვიდ-19“-ის სამზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდება, დაიკეტება.

„ბიბისი“ წერს, რომ საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევები აგვისტოდან იზრდება. „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ მონაცემებით, საფრანგეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 433 905 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 31 000-ზე მეტი ლეტალურად დასრულდა.