საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 23 996 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 186 პაციენტი
საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 23 996 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 186 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საფრანგეთში კორონავირუსის 23 996 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში გასული დღის განმავლობაში ვირუსით 186 ადამიანი გარდაიცვალა, რაც, წინა დღის მონაცემებთან შედარებით, 100-ით ნაკლებია.

საფრანგეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“ 3.74 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის პანდემიამ 85 741 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყანა ვირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიო ქვეყნების ათეულშია.