საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებისა და საავადმყოფოებში ამ დიაგნოზით პაციენტების რაოდენობა იკლებს
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების, ასევე საავადმყოფოებისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებების პაციენტების რაოდენობა იკლებს. ბოლო ერთ დღეში საფრანგეთის საავადმყოფოებში კორონავირუსით 47 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ხანდაზმულთა სახლებში გარდაცვლილების სტატისტიკა არ გამოქვეყნებულა. ინფორმაცია 25 მაისს განახლდება.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, საფრანგეთში „კოვიდ 19“-ს 28 332 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო ერთ დღეში, საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ სულ კი, 144 806.