საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი
საფრანგეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კვირის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ის 10 000-მდე შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის, საფრანგეთის მაშტაბით საავადმყოფოებში 5 011 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 383 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საფრანგეთში ვირუსით 30 324 ადამიანი გარდაიცვალა.