საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 7 560-მდე გაიზარდა
საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 7 560-მდე გაიზარდა

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 7 560-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

საფრანგეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით საავადმყოფოებში 441 ადამიანი გარდაიცვალა. ამგვარად, საავადმყოფოში კორონავირუსით სულ 5 532 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, ხელისუფლებამ გაასაჯაროვა თებერვლის დასაწყისიდან საფრანგეთის მოხუცებულთა თავშესაფრებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, ეს ციფრი 2 028-ს შეადგენს.

ამგვარად, ოფიციალური სტატისტიკით, სულ საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსს 7 560 ადამიანი ემსხვერპლა.

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 7 788 ადამიანს დაუდასტურდა. „კოვიდ-19“-ით დაავადების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 90 ათასს აღწევს.

6838 ინფიცირებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.