საფრანგეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 561 ადამიანი გარდაიცვალა
საფრანგეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 561 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 561 ადამიანი გარდაიცვალა, რაც აპრილის დასაწყისიდან დღემდე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსს, საერთო ჯამში, 14 393 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რიცხვი კი 95 400-ს აღემატება.

დღეისათვის საფრანგეთში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 7 000-მდე პაციენტი რჩება. სულ კი ჰოსპიტალიზებულია 32 000-მდე ადამიანი. ვირუსისგან განიკურნა 27 186 პაციენტი.