საფრანგეთში კორონავირუსით 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

13:54, 26.02.2020

საფრანგეთში კორონავირუსით 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მამაკაცი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს.

შეგახსენებთ, 15 თებერვალს საფრანგეთში კორონავირუსით 80 წლის ჩინელი ტურისტი გარდაიცვალა.

ამ დროის მონაცემებით, საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსის 14 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსგავსი