საფრანგეთში კორონავირუსით ​ 4000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი
საფრანგეთში კორონავირუსით ​ 4000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ოთხი ათასს გადააჭარბა. „როიტერის“ ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 509 ადამიანი ემსხვერპლა, შედეგად დაღუპულთა ოდენობამ 4032 შეადგინა.

ინფიცირებულია 56 989 ადამიანი. მათგან ექვსი ათასის მდგომარეობა მძიმეა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

საფრანგეთში უკვე მესამე კვირაა, კარანტინის რეჟიმი მოქმედებს, ის ძალაში 15 აპრილამდე იქნება.