საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციები 20 ათასამდე ადამიანმა გააპროტესტა
საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციები 20 ათასამდე ადამიანმა გააპროტესტა

საფრანგეთში კორონავირუსთან დაკავშირებული ზომების გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით 53 სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა და მას საერთო ჯამში 20 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. 2 500-მდე ადამიანი გამოვიდა პარიზში.

მოქალაქეები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ შემოღებულ ზომას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ყველა მედიკოსი ვალდებული იქნება, ვაქცინაცია ჩაიტაროს. ისეთ საჯარო სივრცეებში კი, როგორიც მაგალითისთვის რესტორანია, მომხმარებელი ვალდებული იქნება, წარმოადგინოს ვაქცინაციის პასპორტი ან ნეგატიური ტესტი, რაც მოქალაქეთა უკმაყოფილებას იწვევს.