საფრანგეთში კორონავირუსის გამო რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები და ღამის კლუბები დაიხურება
საფრანგეთში კორონავირუსის გამო რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები და ღამის კლუბები დაიხურება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ედუარდ ფილიპის განკარგულებით ქვეყანაში რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები და ღამის კლუბები დაიხურება. ქვეყნის პრემიერი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, განსაკუთრებით კი ქალაქიდან ქალაქში გადასვლისგან.

საფრანგეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 79-ს შეადგენს. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რის შედეგადაც ინფიცირებულთა საერთო ოდენობამ 4499 შეადგინა.