საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთ პროცენტამდე ახალი შტამითაა ინფიცირებული
საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთ პროცენტამდე ახალი შტამითაა ინფიცირებული

საფრანგეთში 18:00-დან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდა. ქვეყანაში დაფიქსირებული „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების დაახლოებით ერთი პროცენტი ვირუსის ახალი შტამს უკავშირდება. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყანაში ორშაბათიდან მოგზაურობასთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვაც დაწესდება. ყველა, ვინც ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოდან საფრანგეთში გაემგზავრება, ვალდებული იქნება, „კოვიდ-19“-ზე ნეგატიური ტესტის პასუხი წარადგინოს და ჩასვლის დღიდან ერთი კვირა იზოლაციაში გაატაროს.

საფრანგეთში ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 20 000-ს შეადგენს, თუმცა საავადმყოფოებში, განსაკუთრებით კი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში განთავსებული ადამიანების რიცხვი კვლავ მზარდია.

საფრანგეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსისგან 70 000 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანა სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.