საფრანგეთში კორონავირუსის 7 071 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი
საფრანგეთში კორონავირუსის 7 071 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 7 071 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი გარდაიცვალა. გასული დღის მონაცემებთან შედარებით, ახალი შემთხვევების რიცხვი 500-ით შემცირებულია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 324 777 შემთხვევა, გარდაცვლილია 30 701 ადამიანი.