საფრანგეთში კორონავირუსის 3 093 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 146 პაციენტი
საფრანგეთში კორონავირუსის 3 093 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 146 პაციენტი

გასული 24 საათის განმავლობაში საფრანგეთში​ „კოვიდ19“-ით 146 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ლაბორატორიულად კორონავირუსი კიდევ 3 093 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 24 447 კორონავირუსით ინფიცირებული მკურნალობს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ორ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 62 573 ადამიანი.