საფრანგეთში კორონავირუსის 29 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საფრანგეთში კორონავირუსის 29 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საფრანგეთში კორონავირუსის 29 759 შემთხვევა გამოვლინდა. გასულ 24 საათში საფრანგეთის საავადმყოფოებში გარდაიცვალა 169 კოვიდპაციენტი. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 64 978 შეადგინა. საფრანგეთში ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 4 070 ადამიანი მკურნალობს.

საფრანგეთი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა. ქვეყანაში ვაქცინის პირველი დოზა ხუთმა მილიონმა მოქალაქემ მიიღო, რაც მოსახლეობის 7,6%-ს შეადგენს.

როგორც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული სიტუაცია პარიზის რეგიონში უკიდურესად დაძაბულია და ხელისუფლება მზად არის, ახალ ზომებს მიმართოს.

ამასთან, პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომ ხელისუფლება შეზღუდვების დაწესებას განიხილავს.