საფრანგეთში კორონავირუსის 17 565 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საფრანგეთში კორონავირუსის 17 565 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 17 565 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 190 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში გამოვლენილია ინფიცირების 2 460 555 შემთხვევა, მათ შორის 60 418 პაციენტი გარდაიცვალა.