საფრანგეთში კორონავირუსის 13 072 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი
საფრანგეთში კორონავირუსის 13 072 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი

საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 13 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საფრანგეთში გამოვლინდა დაინფიცირების 13 072 ახალი შემთხვევა, 43 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 481 141 შემთხვევა, მათ შორის 31 459 ლეტალურად დასრულდა.