საფრანგეთში კორონავირუსი პარლამენტის მეხუთე წევრს დაუდგინდა
საფრანგეთში კორონავირუსი პარლამენტის მეხუთე წევრს დაუდგინდა

საფრანგეთში კორონავირუსი პარლამენტის მეხუთე წევრს დაუდგინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ინფიცირებული საფრანგეთის ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის წევრი, 61 წლის მიშელ ვიქტორია.

„მე ჰოსპიტალიზებული ვარ არდეშის რაიონში. თავს ისე ვგრძნობ, როგორც გრიპის დროს“, – განაცხადა მან ფრანგულ მედიასთან კომენტარში.

მიშელ ვიქტორიმ გასული კვირის დიდი ნაწილი პარლამენტში დეპუტატებთან ერთად გაატარა.

ინფიცირებული სხვა ოთხი დეპუტატიც ეროვნული კრების წევრია.