საფრანგეთში კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვის შესრულებას 12 000 პოლიციელი გააკონტროლებს
საფრანგეთში კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვის შესრულებას 12 000 პოლიციელი გააკონტროლებს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით, კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვის შესრულების მიზნით, 12 000 პოლიციელის მობილიზებას განახორციელებს.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პარიზსა და საფრანგეთის რვა დიდ ქალაქში კომენდანტის საათი შაბათს ამოქმედდება და ოთხი კვირის განმავლობაში იქნება ძალაში. 9:00-დან 6:00 საათამდე მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა აეკრძალებათ.

ასევე, შაბათიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება, რომელიც ხელისფლებას უფლებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში სხვა შეზღუდვები დააწესოს.