გასული დღე-ღამის განმავლობაში, საფრანგეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 369-ით გაიზარდა და 22 614-ს მიაღწია.
გამოვლენილია ინფიცირების 1 660 ახალი შემთხვევა. სულ კი, ქვეყანაში კორონავირუსი 161 488 პირს დაუდგინეს. მათგან 45 ათასამდე უკვე განიკურნა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარ ფილიპი სამშაბათს პარლამენტს კარანტინის ზომების გაუქმების გეგმას წარუდგენს. საგანგებო ზომები საფრანგეთში 17 მარტიდან მოქმედებს.