საფრანგეთში ჯანდაცვის სექტორის დაფინანსება გაიზრდება

10:33, 14.07.2020

საფრანგეთში ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება გაიზრდება.

მრავალკვირიანი მოლაპარაკებების შედეგად, პროფკავშირებსა და მთავრობას შორის შეთანხმება მიღწეულია.

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, შეთანხმების მიხედვით, ჯანდაცვის სექტორის დაფინანსება 8 მილიარდი ევროთი გაიზრდება.

ამგავარად, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომელთა ყოველთვიური ხელფასი საშუალოდ 183 ევროთი იზრდება.

სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით საფრანგეთში მედიკოსები საპროტესტო გამოსვლებს რამდენიმე კვირის განმავლობაში მართავდნენ.

მსგავსი