საფრანგეთში, იმპრესიონისტი მხატვრის, ედგარ დეგას მოპარული ფერწერული ტილო აღმოაჩინეს
საფრანგეთში, იმპრესიონისტი მხატვრის, ედგარ დეგას მოპარული ფერწერული ტილო აღმოაჩინეს

საფრანგეთში, ფრანგი იმპრესიონისტი მხატვრის, ედგარ დეგას მოპარული ფერწერული ტილო აღმოაჩინეს.

მხატვრის შედევრი რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე, გაჩერებული ავტობუსის სატვირთო განყოფილებაში აღმოაჩინეს.

„მუსიკალური გუნდი“ 30 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ის დეგამ 1877 წელს შექმნა. ტილო ორსეის მუზეუმის საკუთრებაა, რომელიც მარსელის კანტინის მუზეუმს 2009 წელს ათხოვეს, თუმცა ტილო გაქრა.

საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ მისი ავთენტურობის დასადასტურებლად ტილოს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარა.