საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს, 44,3 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. აღნიშნული მაჩვენებელი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ კარპენტრაში დაფიქსირდა. ძლიერი სიცხიდან გამომდინარე, ქვეყანაში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ვითარებიდან გამომდინარე, განგაშის ნარინჯისფერი დონის გამოცხადება ოთხ რეგიონში გახდა საჭირო. რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო, ქვეყნის მასშტაბით ათასობით სკოლა და საბავშვო ბაღი დროებით დახურულია.

ბოლოს ყველაზე მაღალი ტემპერატურა საფრანგეთში 2003 წელს დაფიქსირდა. მაშინ ჰაერის ტემპერატურა 44,1 გრადუს ცელსიუსს გაუტოლდა.

საფრანგეთთან ერთად მაღალი ტემპერატურის ტალღამ ესპანეთი, გერმანია, იტალია, ჩეხეთი და პოლონეთი მოიცვა. ესპანეთში ძლიერი სიცხის პარალელურად ტყის ხანძართან უწევთ გამკლავება. ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სტიქია კატალონიაში მძვინვარებს. ქვეყნის რვა პროვინციაში მაღალი ტემპერატურის გამო, განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული.

დატოვე კომენტარი