საფრანგეთში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, გაუქმდა კომენდანტის საათიც

16:09, 16.06.2021

საფრანგეთმა ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოხსნა და კომენდანტის საათი გააუქმა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა.

ღია სივრცეში პირბადის ტარება საფრანგეთში სავალდებულო უკვე ხვალიდან აღარ იქნება, ხოლო 20 ივნისიდან გაუქმდება ღამის კომენდანტის საათი.

საფრანგეთში ყოველდღიურად საშუალოდ ვირუსის 3 900 ფიქსირდება. მოსახლეობის 58 პროცენტი ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზითაა აცრილი.

15 ივნისიდან ევროკავშირში 12-დან 18 წლამდე მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

მსგავსი