საფრანგეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ იკლებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთის საავადმყოფოებში „კოვიდ-19“-ით 31 ადამიანი გარდაიცვალა.
უკვე მე-11 დღეა, საფრანგეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 100-ზე ნაკლებია.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე საფრანგეთში 188,752 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 28,774 ადამიანი.