საფრანგეთში ფემიციდის წინააღმდეგ საბრძოლველად ხუთ მილიონ ევროს გამოყოფენ
საფრანგეთში ფემიციდის წინააღმდეგ საბრძოლველად ხუთ მილიონ ევროს გამოყოფენ

საფრანგეთი ფემიციდის წინააღმდეგ საბრძოლველად სპეციალურ ზომებს იღებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ედუარდ ფილიპის განმარტებით, ხელისუფლება ამ მიზნით ხუთ მილიონ ევროს გამოყოფს. თანხა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურებისთვის განკუთვნილი ცენტრების აშენებას მოხმარდება. საერთო ჯამში, საფრანგეთის მთავრობა დამატებით ათასი ასეთი ცენტრის აშენებას გეგმავს.

ევროპულ სახელმწიფოში აღნიშნულ საკითხს ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად განიხილავენ. რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში ახალგაზრდა ქალის დანაწევრებულ ცხედარს მიაგნეს. შემთხვევა საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ კან სურ მერში მოხდა. როგორც მოკლულის მეზობლებმა ფრანგულ მედიასთან საუბრის დროს განაცხადეს, ახალგაზრდა გოგონა მეგობარმა მამაკაცმა მოკლა. მათი თქმით, გარდაცვალების წინ წყვილმა ქუჩაში იჩხუბა, რა დროსაც მამაკაცმა მასზე ფიზიკურად იძალადა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა. 21 წლის ქალის დანაწევრებული ცხედრის პოვნის შემდეგ ქალაქში დემონსტრაციები დაიწყო.

ევროსტატის ცნობით, ევროპის მასშტაბით საფრანგეთში ფემიციდი ყველაზე დიდი რაოდენობით ფიქსირდება.