საფრანგეთში, ერთ-ერთ ოჯახში ცნობილი ფლორენციელი ოსტატის, ჩიმაბუეს ნახატი აღმოაჩინეს
საფრანგეთში, ერთ-ერთ ოჯახში ცნობილი ფლორენციელი ოსტატის, ჩიმაბუეს ნახატი აღმოაჩინეს

საფრანგეთში, ქალაქ კომპიენში, ერთ-ერთ ოჯახში ცნობილი ფლორენციელი ოსტატის, ჩიმაბუეს ნახატი აღმოაჩინეს.

დიასახლისმა ნახატი, რომელიც მანამდე სამზარეულოში ეკიდა, შესაფასებლად სპეციალისტებთან მიიტანა, რადგან მიიჩნევდა, რომ სახლში უძველესი ხატი ჰქონდა.

ნამუშევარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ის ნამდვილად ჩიმაბუეს მიერაა შესრულებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ნახატს 27 სექტემბერს აუქციონზე 6 მილიონ ევროდ გაყიდიან.