საფრანგეთში ებრაელების საფლავები სვასტიკებით და ანტისემიტური სლოგანებით მოხატეს
საფრანგეთში ებრაელების საფლავები სვასტიკებით და ანტისემიტური სლოგანებით მოხატეს

საფრანგეთის ქალაქ ელზასში 107 ებრაელის საფლავი სვასტიკებით და ანტისემიტური სლოგანებით მოხატეს. ინციდენტი ვესტოფენის კომუნაში მოხდა, რომელიც სტრასბურგიდან 25 კილომეტრში მდებარეობს.

მომხდარს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და ინციდენტს „საზიზღარი ქმედება“ უწოდა. მისივე თქმით, პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რათა დამნაშავეები მოძებნოს.

ვანდალიზმის ფაქტის გამო შეშფოთება გამოხატა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა.

დამნაშავეებმა სულ 107 საფლავის ქვა დააზიანეს. მთლიანობაში სასაფლაოზე 700 ებრაელია დაკრძალული.

ელზასში უკვე რამდენიმე წელია ებრძვიან ანტისემიტიზმის გამოვლინებებს. თებერვალში უცნობმა პირებმა საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კატზენაიმის კომუნაში 80 ებრაელის საფლავი შეურაცხყვეს და ნაცისტური სლოგანებით მოხატეს.