საფრანგეთში დღეიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა
საფრანგეთში დღეიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა

საფრანგეთში დღეიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განკარგულებით, მკაცრი შეზღუდვები საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება და სულ მცირე ოთხ კვირას იმოქმედებს. 19:00 საათიდან ძალაში შევა ე.წ. კომენდანტის საათი.

„წესები, რომლებიც ამჟამად 19 დეპარტამენტში მოქმედებს, 3 აპრილის საღამოდან ყველა ქალაქში ოთხი კვირით გაგრძელდება“, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

ამასთან, ქვეყანაში სამი კვირით დაიხურა სკოლები.

„ამ ვირუსის გავრცელება უნდა შენელდეს. ჩვენ დავხურავთ საბავშვო ბაღებსა და სკოლებს სამი კვირით. თუმცა დიახ, უნდა შევინარჩუნოთ განათლება. სწორედ ამიტომ, ჩვენი სასკოლო კალენდარი გადაიხედება, რათა ჩვენ ბავშვები არ დავტოვოთ სწავლის გარეშე“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის ლიდერმა ბიზნესს დისტანციური მუშაობისკენ მოუწოდა.

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი თებერვლის შემდეგ გაორმაგდა და დაახლოებით 40 ათასს შემთხვევას აღწევს.