საფრანგეთში დანით განხორციელებული თავდასხმისას პოლიციის თანამშრომელი დაშავდა
საფრანგეთში დანით განხორციელებული თავდასხმისას პოლიციის თანამშრომელი დაშავდა

საფრანგეთში დანით განხორციელებული თავდასხმისას პოლიციის თანამშრომელი დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ ქალაქ კანში პოლიციის თანამშრომელი დანით დაჭრეს. მისი თქმით, თავდამსხმელი განეიტრალებულია. მინისტრის განცხადებით, ვითარების გასარკვევად შემთხვევის ადგილისკენ მიემართება.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელმა განყოფილების წინ გაჩერებული პოლიციის მანქანის კარი გააღო და საჭესთან მჯდომ პოლიციელს დანა დაარტყა. შემდეგ მან მანქანაში მყოფ მეორე პოლიციელზე თავდასხმა სცადა, თუმცა მესამე პოლიციელმა მას იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც თავდამსხმელი მძიმედ დაშავდა.