საფრანგეთში, დახურულ დაწესებულებებში ხალხმრავალი ღონისძიებები აიკრძალა
კორონავირუსის გამო, საფრანგეთმა დახურულ დაწესებულებებში ყველა მასობრივი ღონისძიება აკრძალა. ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ლივიე ვერანმა განაცხადა.
კერძოდ, აიკრძალა დახურულ დაწესებულებებში ღონისძიებები, რომელშიც ხუთ ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. შესაბამისი ზომები ჯანდაცვის მინისტრმა ელისეის სასახლეში მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ გამოაცხადა.
ამასთან, საფრანგეთში, კორონავირუსის გავრცელების ზონებში გაუქმდა ყველა საზოგადოებრივი ღონისძიება.
ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 100-ს მიაღწია, 12 გამოჯანმრთელდა, ორი კი, გარდაიცვალა. ინფიცირებულთაგან ცხრა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.