საფრანგეთში ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა, დაშავდა 20 ადამიანი
საფრანგეთში ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა, დაშავდა 20 ადამიანი

საფრანგეთში ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა, შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ინციდენტი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. ჩქაროსნული მატარებელი სტრასბურგიდან პარიზის მიმართულებით მიდიოდა.

როგორც საერთაშორისო „როიტერი“ იუწყება, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ჩქაროსნულ მატარებელში ავარიის დროს 348 მგზავრი იმყოფებოდა.