საფრანგეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 263 ადამიანი გარდაიცვალა. 10 მაისთან შედარებით, გარდაცვალების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. 10 მაისს საფრანგეთში კორონავირუსით 70 ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა, რაც 17 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.
ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსს, საერთო ჯამში, 26 643 ადამიანი ემსხვერპლა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში კვლავ სტაბილურად იკლებს ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.
საფრანგეთში კორონავირუსის გამო მარტში დაწესებული შემზღუდველი ზომების შემსუბუქება დაიწყო. საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანა მწვანე და წითელ ზონებად დაყო. პარიზი და კიდევ სამი რეგიონი წითელ ზონაშია, სადაც საკარანტინო ზომები მცირე მასშტაბით შემსუბუქდა.