საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა რიცხვმა 11 000-ს მიაღწია
საფრანგეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 11 000-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის 2 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ეპიდემიამ სულ 372 პაციენტი იმსხვერპლა. მათ შორის, 130-მდე ბოლო ერთ დღეში.
საფრანგეთის ჯანდაცვის სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საკარანტინო ზომები.